понедельник, 11 июня 2018 г.

ენა გალობის, სიყვარულის ამოსათქმელი.

დამოუკიდებლობის 100 წლისთავი

განცხადება



                                                       სსიპ  ქალაქ ახალციხის
                                                                                          N 3 საჯარო სკოლის -------------------------
                                                                                 კლუბის კურატორს -------------------------
   
                                              ამავე სკოლის ---- კლასის მოსწავლე
--------------------------------------------



გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
გთხოვთ,  გამაწევრიანოთ    სსიპ  ქ.ახალციხის  N3 საჯარო სკოლაში   შექმნილ  კლუბში.
პატივისცემით.

განმცხადებელი:
თარიღი:




 კლუბის მიზანი:
1.       მოსწავლეთა სასკოლო აქტივობებში ჩართვა;
2.       სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება;
3.       კითხვის კულტურის ჩამოყალიბება;
4.       ქართული ენის ცოდნის გაღრმავება და განმტკიცება;
5.       წერის კულტურის გაუმჯობესება;
6.    ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება;
კლუბის ამოცანა:
1.      გუნდური მუშაობის უნარის  განვითარება;
2.      კრეატიული აზროვნების უნარის  განვითარება;
3.      დროის მართვა და ორგანიზებულობა;
4.      კომუნიკაციის უნარის  განვითარება;
მოსალოდნელი შედეგი:
1    შეძლებს თავისუფალ კომუნიკაციას სახელმწიფო ენაზე;
2.      გაიუმჯობესებს აკადემიურ მოსწრებას;
3.      აიმაღლებს პასუხისმგებლობის ხარისხს.


წესდება
1. ზოგადი    დებულებები
1.1. სსიპ ქალაქ ახალციხის N 3 საჯარო  სკოლის  კლუბი ,,მერმისი“  დაფუძნებულია  მოსწავლეთა თვითმმართველობის   წევრთა ინიციატივით.
1.2. კლუბი  დაფუძნებულია   ერთი სასწავლო წლის ვადით.
1.3. კლუბს  აქვს  სახელწოდება,   ლოგო.
1.4 კლუბის  იურიდიული  მისამართი:   საქართველო,  ქალაქი ახალციხე რუსთაველის ქ. 12.
2. კლუბის  მიზნები  და  ამოცანები
2.1.  მოსწავლეთა  საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;
2.2. სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა ;
2.3. საგანმანათლებლო ბაზის შექმნა;
2.4. მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლინება და ჩამოყალიბება;
2.5.მიღებული ცოდნის ადაპტირება ყოფა-ცხოვრებაში;
2.6. პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;
2.7. პრობლემის გადაჭრის უნარი გამოვლენა;
2.8. წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება;
2.9. კლუბი უფლებამოსილია   განახორციელოს  ნებისმიერი  საქმიანობა, რომელიც  ემსახურება  კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია  შედეგზე   და  არ ეწინააღმდეგება  საქართველოს  კანონმდებლობას;
2.10. სასკოლო კლუბის  ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა. ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.

3. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა

3.1. კლუბის  წევრობა  ნებაყოფლობითია;
3.2. კლუბის  წევრი  შეიძლება  გახდეს  ამავე სკოლის   მოსწავლე, რომელიც იზიარებს  კლუბის   მიზნებს;
3.3. კლუბის წევრობის მსურველმა  უნდა  მიმართოს კლუბს  წერილობით.
3.4. კლუბის  წევრი  ვალდებულია   მიიღოს მონაწილეობა  კლუბის  საქმიანობაში, დაიცვას  წესდების  მოთხოვნები,  შეასრულოს  დავალებები  და  კლუბის  მიერ მიღებული  გადაწყვეტილებები;
3.5. კლუბის  წევრს  ეკრძალება  იმოქმედოს ორგანიზაციის  სახელით  კურატორთან  შეთანხმების  გარეშე;
3.6. კლუბი  პასუხისმგებელია მისი  წევრის  მხოლოდ  იმ საქმიანობაზე, რომელიც  დაკავშირებულია  კლუბის  საქმიანობასთან;
3.7. კლუბის  წევრს  უფლებამოსილება  უწყდება:
ა) პირადი  განცხადების  საფუძველზე;
ბ) კლუბის  წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით,  როდესაც  მისი   საქმიანობა  ეწინააღმდეგება  კლუბის მიზნებს  და  უხეშად  არღვევს აღნიშნული  წესდების  დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად.

4. კლუბის  მართვა  და გადაწყვეტილებების  მიღების წესი

4.1. კლუბს  ჰყავს კურატორი,  რომელიც  უფლებამოსილიაა  უხელმძღვანელოს კლუბის  საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი  მესამე  პირებთან, უხელმძღვანელოს  კლუბის  მიერ  განსახორციელებელი პროექტებისა  და  პროგრამების  შემუშავებასა  და  რეალიზაციას,  განაგოს  კლუბის ქონება;
4.2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.

5. კლუბის  მუშაობა

5.1. კლუბი  იკრიბება  საჭიროებიდან გამომდინარე;
5.2. კლუბი  მუშაობს   წინასწარ  შემუშავებული  სამოქმედო  გეგმით;
5.3. კლუბის კურატორი  ინტერნეტსივრცეში  ქმნის ვებ  გვერდს, სადაც  განთავსდება ინფორმაცია.  კლუბის სახელწოდება, კლუბის წესდება, სამოქმედო გეგმა და  ფოტომასალა კლუბის  საქმიანობის  შესახებ;
5.4. ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული  ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად  კლუბის წევრები:
           ახორციელებენ კვლევას სკოლის მოსწავლეთა საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხვებზე;
           ორგანიზებას უწევენ კონკურსებსა და სხვადასხვა პროექტებს;
           უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ სიახლეებთან დაკავშირებით;
           წინადადებებით მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.

6. ცვლილებების შეტანა
 წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება შესაბამისი წინადადების მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.
7. კლუბის   საქმიანობის  შეწყვეტის საფუძვლები

კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.