вторник, 4 июня 2019 г.

ლიტერატურული წრის მეცადინეობა.

სსიპ. ქალაქ ახალციხის N 3 საჯარო სკოლა
მიზანი:    თეატრალური კონკურსისთვის მოსწავლეთა მომზადება
მასწავლებელი: ირმა ბრეგვაძე.
პირველი ეტაპი:   მოხალისეთა შერჩევა;
 კონკურსის გამოცხადების შემდეგ, მივმართეთ ჟიურის და დავრეგისტრირდით, გამოვაცხადეთ სკოლაში და შევარჩიე მოხალისეები.
მეორე ეტაპი:   ნაწარმოების შერჩევა დამუშავება;
ჯგუფის შექმნის შემდეგ დავიწყეთ ნაწარმოების შერჩევა და შევჯერდით ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე. წავიკითხეთ რამოდენიმე და შევარჩიეთ: „ კუკარაჩა“; „სისხლი“ და „ღმერთო რისთვის“  გავაერთიანეთ ეს ნაწარმოებები ერთ სათაურში „ძახილი“ და მოთხრობებს მივესით სცენარის სახე.
მესამე ეტაპი:    როლების განაწილება და სწავლა;
ტექსტის წაკითხვის შემდეგ მონაწილეებმა თავად აირჩიეს როლები და შეუდგნენ სწავლას.
მეოთხე ეტაპი: როლების გათამაშება, რჩევების მიცემა და მეტყველებაზე მუშაობა;
ინტენსიურად ვმუშაობდით ტექსტებზე, გამოთქმასა და ემოციებზე. ერთმანეთს ვაძლევდით რჩევებს, რომელსაც ვითვალისწინებდით.
მეხუთე ეტაპი:  მუსიკის შერჩევა;
შევარჩიეთ მუსიკა, რომლის ჩაწერაზეც დაგვეხმარა სკოლის ადმინისტრაცია.
მეექვსე ეტაპი:   ჟიურის წინაშე გამოსვლა.

ქალაქ ახალციხის N3 საჯარო სკოლაში,   ლიტერატურული წრის ინიციატივით,  ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება
  " სამშობლი ჩემი გულის ნაწილი"  ღონისძიების კურატორები იყვნენ ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლები: ირმა ბრეგვაძე და ინეზა ზაზაშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდა ქ. ახალციხის რესურსცენტრის უფროსი ქალბატონი ხათუნა ხმალაძე, სკოლის პედკოლექტივი, მშობლები და სტუმრები. ღონისძიებამ მოწონება დაიმსახურა. ქალბატონმა ხათუნამ და სკოლის დირექტორმა სუსანა აკოფოვამ აღნიშნეს, რომ მოსწავლეებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს სახელმწიფო ენის ცოდნა და წარმატებები უსურვეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შემდგომ საქმიანობაში.