სსიპ. ქალაქ ახალციხის N 3 საჯარო სკოლა
მიზანი: თეატრალური
კონკურსისთვის მოსწავლეთა მომზადება
მასწავლებელი: ირმა ბრეგვაძე.
პირველი ეტაპი:
მოხალისეთა შერჩევა;
კონკურსის გამოცხადების
შემდეგ, მივმართეთ ჟიურის და დავრეგისტრირდით, გამოვაცხადეთ სკოლაში და შევარჩიე მოხალისეები.
მეორე ეტაპი:
ნაწარმოების შერჩევა დამუშავება;
ჯგუფის შექმნის შემდეგ დავიწყეთ ნაწარმოების შერჩევა
და შევჯერდით ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე. წავიკითხეთ რამოდენიმე და შევარჩიეთ:
„ კუკარაჩა“; „სისხლი“ და „ღმერთო რისთვის“
გავაერთიანეთ ეს ნაწარმოებები ერთ სათაურში „ძახილი“ და მოთხრობებს მივესით
სცენარის სახე.
მესამე ეტაპი:
როლების განაწილება და
სწავლა;
ტექსტის წაკითხვის შემდეგ მონაწილეებმა თავად აირჩიეს
როლები და შეუდგნენ სწავლას.
მეოთხე ეტაპი: როლების გათამაშება, რჩევების მიცემა და მეტყველებაზე მუშაობა;
ინტენსიურად ვმუშაობდით ტექსტებზე, გამოთქმასა და ემოციებზე.
ერთმანეთს ვაძლევდით რჩევებს, რომელსაც ვითვალისწინებდით.
მეხუთე ეტაპი:
მუსიკის შერჩევა;
შევარჩიეთ მუსიკა, რომლის ჩაწერაზეც დაგვეხმარა სკოლის
ადმინისტრაცია.
მეექვსე ეტაპი:
ჟიურის წინაშე გამოსვლა.
Комментариев нет:
Отправить комментарий